აქტინომიკოზი
კანის აქტინომიკოზი (actinomycosis of skin) - ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმაა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები – აქტინომიცეტები.
კანშიინფექციის შეჭრის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად
აქტინომიკოზს. პირველადი აქტიმომიკოზის დროს დაინფიცირება ხდება ეგზოგენურად (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი
კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა და გავა-დუნდულოების მიდამოებში. ყველაზე უფრო ხშირი კვანძოვანი (კვანძოვან-გუმოზური) ფორმის დროს ვითარდება ღრმა, მკვრივი, მცირედ მოძრავი, უმტკივნეულო, შემოფარგლული
ინფილტრატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღებულობენ მოლურჯო-წითელ შეფერვას, აბსცენდირდებიან და იხსნებიან რამდენიმე წვრილი ფისტულით. პროცესი ქრონიკულია; ხდება ძველი ფისტულების დანაწიბურება და ახლების წარმოქმნა, ასევე შვილეული კერების წარმოქმნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий